ფილ ნევილი რონალდუს: "მოგესალმები სახლში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფილ ნევილი რონალდუს: "მოგესალმები სახლში"


ფილ ნევილი რონალდუს:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ფილ ნევილი თვითერზე "რეალის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს მიესალმა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ 32 წლის ფეხბურთელი შეიძლება "წითელ ეშმაკუნებში" დაბრუნდეს.

"მოგესალმები სახლში", - დაწერა ნევილმა.

არსებული ინფორმაციით, პორტუგალიელს მადრიდული გუნდიდან წასვლა ესპანეთის საგადასახადო ორგანიზაციასთან პრობლემის გამო უნდა. რონალდუს ესპანეთის ბიუჯეტში 14,7 მილიონი ევროს გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.

მოგეხსენებათ, კრიშტიანუ "ემიუს" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდე უკვე იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები