რაული რეალის გენერალური დირექტორის მოადგილე გახდება


რაული რეალის გენერალური დირექტორის მოადგილე გახდება
"რეალის" ყოფილი კაპიტანი, რაულ გონსალეს ბლანკო გენერალური დირექტორის მოადგილის რანგში დაბრუნდება კლუბში, იტყობინება AS.

39 წლის ესპანელმა ოფიციალურად ეს თანამდებობა 3 ივლისს უნდა დაიკავოს.

შეგახსენებთ, კლუბის გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია - რაულის გამოცდილება "რეალს", როგორც წარმატებულ ბრენდს საერთაშორისო არენაზე, ლიდერობის გამყარებაში დაეხმარება და კლუბის ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააფართოებს.

რაული "სამეფო კლუბში" 1994 წლიდან 2010 წლამდე ასპარეზობდა. ამ დროის განმავლობაში იგი ესპანეთის ჩემპიონი ექვსჯერ, ქვეყნის სუპერთასის ჩემპიონი სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული სამ-სამჯერ გახდა.

2015 წელს, მადრიდელთა ლეგენდამ კარიერა დაასრულა და მას შემდეგ აშშ-ში ესპანეთის ჩემპიონატის ელჩად იმუშავა, ასევე მლს-ისა და სამხრეთამერიკული ფეხბურთის ლიგის (NASL) ბიზნეს-სტრატეგიები შეისწავლა. გარდა ამისა, ყატარში Aspire-ს აკადემიაში მიიღო განათლება.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები