რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა


რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა
პორტუგალიის ნაკრებმა ყაზანის "რუბინის" სტადიონზე ივარჯიშა.

იმ ფეხბურთელების უმეტესობას, რომელმაც 2017 წლის კონფედერაციის თასზე მექსიკასთან (2:2) გამართულ შეხვედრაში ითამაშა, ვარჯიშზე მონაწილეობა არ მიუღია, მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუც.

ყველა მათგანმა სამწვრთნელო შტაბისგან დასვენების უფლება მიიღო. პეპემ და კუარეჟმამ ივარჯიშეს, მაგრამ არა ბურთთან ერთად.

ტურინრზე მომავალ მატჩს პორტუგალიელები 21 ივნისს, მოსკოვში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები