არსენალი მზადაა თურანში 30 მლნ ევრო გადაიხადოს


არსენალი მზადაა თურანში 30 მლნ ევრო გადაიხადოს
"არსენალი" "ბარსელონას" ნახევარმცველ არდა თურანის თაობაზე სოლიდურ წინადადებას ამზადებს, იტყობინება AMK.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კატალონიელები 30 წლის თურქთან განშორებას ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გეგმავენ.

ლონდონური კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა სკანდალის გამო დაასრულა, 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში თურანმა ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩში თამაშა, 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები