ლენო: "ნოიერი საუკეთესოა, მე, ტრაპი და ტერ შტეგენი კი თანაბარი დონის ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლენო: "ნოიერი საუკეთესოა, მე, ტრაპი და ტერ შტეგენი კი თანაბარი დონის ვართ"


ლენო:
"ბაიერისა" და გერმანიის ნაკრების მეკარემ, ბერნდ ლენომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, "ბაიერნის" გოლკიპერი, მანუელ ნოიერი ეროვნულ გუნდში უძლიერესი კარის დარაჯია.

ასევე, ლენოს თქმით, იგი, კევინ ტრაპი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომლებიც 2017 წლის კონფედერაციის თასზე ნაკრებში გამოძახებულები არიან, თანაბარი დონის არიან.

"ნოიერი საუკეთესო მეკარეა, მე, ტრაპი და ტერ შტეგენი კი თანაბარი დონის ვართ", - ციტირებს ლენოს სიტყვებს Sport1.de.

"ჩემი აზრით, სამივე ერთ დონეზე ვთამაშობთ. თუმცა, კონკურენცია მოტივაციას გვაძლევს".

შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრები დღეს ავსტრალიის ნაკრებს თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები