რაიოლა: "კლუბში გალიანის ყოფნის შემთხვევაში, იბრაჰიმოვიჩი უკვე მილანში იქნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაიოლა: "კლუბში გალიანის ყოფნის შემთხვევაში, იბრაჰიმოვიჩი უკვე მილანში იქნებოდა"


რაიოლა:
ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "მილანში" გადავიდოდა, ადრიანო გალიანის კლუბის ვიცე პრეზიდენტის პოსტი რომ არ დაეტოვებინა.

35 წლის შვედი, რომელიც ტრავმას იშუშებს, 1 ივლისს თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი ეწურება.

"იბრა მწყობრშია, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან ბევრი შეთავაზება აქვს", - ციტირებს რაიოლას სიტყვებს Gazzetta dello Sport.

"იტალია? რა თქმა უნდა, "ნაპოლიში" არ გადავა. "მილანს" მასზე არ უკითხავს. კლუბში გალიანის ყოფნის შემთხვევაში, ზლატანი უკვე იქ იქნებოდა...".

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები