იუვენტუსში ალვეში შეიძლება ორიემ შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსში ალვეში შეიძლება ორიემ შეცვალოს


იუვენტუსში ალვეში შეიძლება ორიემ შეცვალოს
"პსჟ"-ს მცველმა, სერჟ ორიემ კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს.

როგორც Calciomercato იტყობინება, "იუვენტუსი" მზად იქნება კოტ'დივუარის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთოს, თუ დანი ალვეში გუნდს დატოვებს.

გარდა "ბებერი ქალბატონისა" 24 წლის აფრიკელით "ტოტენჰემიც" ინტერესდება.

გასულ სეზონში ორიემ ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩში თამაშა და ხუთი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ყველა სიახლე

ცხრილები