რაიოლა: "პოგბას ტრანსფერით 27 მლნ ევრო მივიღე? არაზუსტი თანხაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაიოლა: "პოგბას ტრანსფერით 27 მლნ ევრო მივიღე? არაზუსტი თანხაა"


რაიოლა:
ფეხბურთის ცნობილმა აგენტმა, მინო რაიოლამ არ ისურვა იმ ინფორმაციის დადასტურება, რომ ნახევარმცველ პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერით 27 მილიონი ევრო მიიღო.

აქამდე არსებული ცნობით, ფიფა აგენტის არაპრეცენტენდულ უდიდეს კომისიაზე არსებულ ჭორებს გამოიკვლევს.

"27 მილიონი ევრო? უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს არაზუსტი ციფრია. შეიძლება ცოტაა, შეიძლება - მეტი", – ციტირებს რაიოლას სიტყვებს Gazzetta dello Sport.

"რა თქმა უნდა, ფიფა პოგბას "ემიუსი" ტრანსფერზე არაფერს არ გამოიკვლევს. პოლმაც ყველაფერი სწორად გააკეთა. როცა მაროტამ 2015 წელს "იუვენტუსში" დარჩენა მოგვთხოვა, ასეც გავაკეთეთ. ერთი წლის შემდეგ, პოგბა წავიდა და ყველა კმაყოფილი იყო".

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები