ალეგრი: "ყოველთვის რეალისტი ვიყავი და არა პესიმისტი, როცა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვაზე ვგებულობდი"


ალეგრი:
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ საკვანძო ფეხბურთელების გაყიდვას პესიმიზმით არასოდეს შეხვედრია.

ბოლო წლებში ტურინელებმა ისეთ შემსრულებელს შეელივნენ, როგორებიც პოლ პოგბა და არტურო ვიდალი არიან.

"ადრე, როცა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვაზე ვგებულობდი, ყოველთვის რეალისტი ვიყავი და არა პესიმისტი", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

"ჩემი აზრით, ყველაფერში შეგვიძლია პოზიტივი მოვძებნოთ. დღეს, იტალიაში პრაქტიკყლად მსგავსი წასვლების ფობია მყარდება, რადგანაც მწვრთნელი სრულ პასუხისმგებლობას ატარებს. კლუბის ეკონომიკური სტრატეგიისა და მიზნების ცოდნაა საჭირო. კლუბმა არამხოლოდ უნდა გაიმარჯვოს, არამედ ფინანსური მოგებაც უნდა ნახოს".

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები