სანჩესის წასვლის შემთხვევაში, არსენალი ობამეიანგს შეიძენს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სანჩესის წასვლის შემთხვევაში, არსენალი ობამეიანგს შეიძენს?


სანჩესის წასვლის შემთხვევაში, არსენალი ობამეიანგს შეიძენს?
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი შეიძლება "არსენალში" გადავიდეს, თუ ლონდონური გუნდიდან ალექსის სანჩესი წავა, იტყობინება Tribal Football.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, "მეთოფეებს" ჯერ კიდევ არ მიუმართავთ გერმანული კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ობამეიანგით "ლივერპულიც" ინტერესდება.

27 წლის გაბონელი "პსჟ"-ში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ფეხბურთელის მოთხოვნებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ტრანსფერი ჩაიშალა.

თავის მხრივ, 28 წლის ჩილელს პრესა "ბაიერნს" უკავშირებს, უკანასკნელ დღეებში კი - "მანჩესტერ სიტის".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები