ბარსელონა მზადაა დეულოფეუ დაიბრუნოს და ევერტონს 10.5 მლნ ევრო გადაუხადოს


ბარსელონა მზადაა დეულოფეუ დაიბრუნოს და ევერტონს 10.5 მლნ ევრო გადაუხადოს
"ბარსელონა" გუნდის აღზრდილის ხერარდ დეულოფეუს დაბრუნებას გეგმავს, რომელიც ამ ეტაპზე "ევერტონს" ეკუთვნის, იტყობინებ Liverpool Echo.

აღინიშნება, რომ ესპანური კლუბი 23 წლის ჰავბეკის კონტრაქტის შესყიდვის უფლების პუნქტით აპირებს სარგებლობას და მზადაა "კანფეტებს" 10,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.

ცნობისთვის, გასული სეზონის მეორე ნახევარი დეულოფეუმ "მილანში" გაატარა (18 მატჩი, 4 გოლი).

ნახევარმცველს "ბარსაში" დებიუტი 2011/12 წლების სეზონში ჰქონდა, თუმცა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, 2013/14 წლების სეზონში "ევერტონში" გადავიდა იჯარის წესით.

2015 წელს, დეულოფეუმ ინგლისურ კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლივერპულურ კლუბში ჩატარებულ წელიწადნახევარში მან 46 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები