ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდუზე სკანდალური განცხადება გააკეთა


ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდუზე სკანდალური განცხადება გააკეთა
"ბაიერნის" ექსნახევარმცველი, მეჰმეთ შოლი სკანდალის მონაწილე გახდა.

ტელეარხ ARD-ის პირდაპირ ეთერში გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს "რეალის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს სიტუაციასთან დაკავშირებით.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერს, მოგეხსენებათ, საგადასახადო მაქინაციებში ადანაშაულებენ, რის გამოც, ვითომდა, ესპანეთის დატოვება უნდა.

გერმანელის პასუხმა მწვავე რეზონანსი გამოიწვია.

"თუ კრიშტიანუ რონალდუ დამნაშავეა, ციხეში ჩასვამენ", - აღნიშნავს შოლი.

"და ვწუხვარ, რომ ციხეში "მის სექტემბერის" წოდებას მიიღებს".

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები