ნოლიტო კარიერას სევილიაში გააგრძელებს


ნოლიტო კარიერას სევილიაში გააგრძელებს
"სევილიას" პრეზიდენტმა, ხოსე კასტრომ დაადასტურა, რომ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ ნოლიტოზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ფუნქციონერის განცხადებით, ტრანსფერი ძალიან მალე განხორციელდება.

"როცა საუკეთესო ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, დარწმუნებულები არაფერში არ უნდა ვიყოთ", - ციტირებს კასტროს სიტყვებს A Bola.

"თუმცა, სიმართლეა, ნოლიტოს თაობაზე მოლაპარაკებებში პროგრესია. ვფიქრობ, ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს ვართ. ფეხბურთელთან შევთანხმდით. "სიტისთან" გარკვეული საკითხის მოგვარებაღა დარჩა".

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები