რაიოლა: "დამცინით? რეალმა ვინისიუსში 45 მილიონი გადაიხადა"


რაიოლა:
ცნობილმა იტალიელმა აგენტმა მინო რაიოლამ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ იტალიელი მეკარე "რეალს" სურს.

"დონარუმა 18 წლის არის? მერე რა, დამცინით? "რეალმა" 16 წლის ვინისიუსში 45 მილიონი ევრო გადაიხადა და იცით მაინც მას რამხელა ხელფასი დაუნიშნეს?

ასაკი მეორე ხარისხოვანია, როდესაც საქმე კლასზე დგება", - ამბობს რაიოლა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები