ყაზაიშვილი MLS-ს უახლოვდება


ყაზაიშვილი MLS-ს უახლოვდება
ჰოლანდიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი შემტევ ვაკო ყაზაიშვილი MLS-ს უახლოვდება და დიდი ალბათობით, კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, გასული სეზონი ყაზაიშვილმა "ლეგიაში იჯარის წესით გაატარა, თუმცა სათამაშო დრო პრაქტიკულად არ მისცემია.

სეზონის დასრულების შემდეგ კი ვაკო "ვიტესში" დაბრუნდა. მას კონტრაქტი 2018 წლამდე აქვს, თუმცა გუნდი ყაზაიშვილს ზაფხულში გაუშვებს.

რაც შეეხება ყაზაიშვილის მომავალ კლუბს - სან ხოსეს, 16 ტურის შემდეგ გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

წყარო: gelderlander.nl

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები