რაიოლამ გამოააშკარავა, რის გამო სურს დონარუმას წასვლა: "ის ნაწყენია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაიოლამ გამოააშკარავა, რის გამო სურს დონარუმას წასვლა: "ის ნაწყენია"


რაიოლამ გამოააშკარავა, რის გამო სურს დონარუმას წასვლა:
ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ ფეხბურთელის ტრანსფერზე ისაუბრა.

ცნობილია, რომ იტალიელს "მილანიდან" წასვლა უნდა, რაც გუნდის დირექტორებს და ფანებს დიდად არ მოეწონათ.

"სიმართლე გითხრათ, დონარუმას თავად სურდა, რომ "როსონერიში" დარჩენილიყო. ის 14 წლიდან აქ არის და კლუბი უყვარს.

დონარუმა მზად იყო კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, თუმცა მშობლებმა უთხრეს, რომ "მილანიდან" წასულიყო.

გეტყვით, რომ მირაბელიმ გუნდიდან ჯანლუიჯის ძმა ანტონიო გაუშვა, რის გამოც ის ნაწყენი იყო.

ასევე, დირექტორმა დონარუმა დააშანტაჟა. თუ ის კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა სათადარიგო სკამზე დასმით დაემუქრა. მირაბელის განცხადება უხეში იყო და მეკარეს ეს ეწყინა", - ამბობს რაიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები