6 ახალი წესი FIFA-ში, რაც ფეხბურთს სრულიად შეცვლის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

6 ახალი წესი FIFA-ში, რაც ფეხბურთს სრულიად შეცვლის


6 ახალი წესი FIFA-ში, რაც ფეხბურთს სრულიად შეცვლის
მსოფლიო ფეხბურთს ორგანიზაცია ფეხბურთში ახალი წესების დანერგვაზე მუშაობს.

ცნობილია, რომ ამჟამად FIFA 6 ცვლილებას განიხილავს.

1. 30-წუთიანი ტაიმი - იგეგმება, რომ 1 მატჩის დრო 90 წუთიდან 60 წუთამდე შემცირდეს. ამავდროულად, დრო მხოლოდ მაშინ იქნება ჩართული, როდესაც ბურთი თამაშში იქნება.

2. გოლი პენალტის ნაცვლად - საჯარიმოში დარღვევა ამჟამად პენალტით ისჯება. FIFA-ში მსჯელობენ, რომ საჯარიმოში დარღვევა სამომავლოდ ავტომატურ გოლად ჩაითვალოს.

3. კუთხური და ჯარიმა - ამჟამად კუთხური და ჯარიმა ფეხბურთელმა რომელიმე სხვა ფეხურთელთან აუცილებლად უნდა გაითამაშოს. შესაძლოა სამომავლოდ 1 ფეხბურთელს თავად თავისი თავისთვის შეეძლოს გათამაშება.

4. თავისუფალი დარტყმა მოძრაობაში - როდესაც მეკარეს ბურთი თამაშში შეყავს, ის გაჩერებული უნდა იყოს. FIFA განიხილავს, რომ კიპერს ბურთის შეყვანა მოძრავ მდგომარეობაშიც შეეძლოს.

5. რაგბის დასასრული - რაგბში თუ დრო დამთავრდა, მატჩი მაინც არ სრულდება. შეხვედრას მსაჯი მაშინ ასრულებს, როცა დროის დასრულების შემდეგ ბურთი მოედნის საზღვრებს კვეთს. ფეხბურთში დროის დასრულების შემდეგ, მსაჯი ვალდებულია მატჩი შეწყვიტოს. შესაძლოა ეს წესი ფეხბურთში რაგბის წესმა ჩაანაცვლოს და მატჩი მხოლოდ მაშინ დასრულდეს, როდესაც ბურთი მოედნის საზღვრებს დატოვებს.

6. პენალტი თავისუფალი დარტყმის ნაცვლად - იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი მეკარეს ბურთს ფეხით დაუგორებს და მეკარე ხელში დაიჭერს, ამაზე თავისუფალი დარტყმა ინიშნება. ახალი წესებით შესაძლოა ეს პენალტით დაისაჯოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები