მწვრთნელი: "პარი სენ ჟერმენი ვერატისთვის პატარა გუნდია, ის ბარსელონაში უნდა გადავიდეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მწვრთნელი: "პარი სენ ჟერმენი ვერატისთვის პატარა გუნდია, ის ბარსელონაში უნდა გადავიდეს"


მწვრთნელი:
2008-2012 წლებში მარკო ვერატი "პესკარაში" თამაშობდა, რის შემდეგაც "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.

იტალიურ გუნდში მისი მწვრთნელი ჯუზეპე გალდერისი იყო, რომელიც ამბობს, რომ ვერატის პარიზიდან წასვლის დროა.

"ვერატი არის ფეხბურთელი, რომელიც "ბარსელონასთვის" იდეალური იქნება. მან იცის დაცვა და მან იცის შეტევაც.

მარკოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ესპანურ გრანდში ითამაშოს. ის მაღალი დონის ფეხბურთელია.

ვერატი ჩემთვის ძმასავით არის და გამიხარდება, თუ "ბარსელონაში" ითამაშებს.

თუ კატალონიურ გუნდში არ გადავა, მაშინ მისით სხვა კლუბი დაინტერესდება. ვფიქრობ, რომ "პარი სენ ჟერმენი" ვერატისთვის უკვე პატარა გუნდია", - ამბობს ჯუზეპე გალდერისი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები