რონალდუმ რამოსს დაუდასტურა, რომ ის ზაფხულში მიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუმ რამოსს დაუდასტურა, რომ ის ზაფხულში მიდის


რონალდუმ რამოსს დაუდასტურა, რომ ის ზაფხულში მიდის
ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი წერს, რომ სერხიო რამოსი საქმის კურსშია.

კრიშტიანუ რონალდუს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "რეალის" დატოვება სურს და ამის შესახებ გუნდის კაპიტანი ინფორმირებულია.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს "სამეფო კლუბის" დატოვება უნდა და ჯერ-ჯერობით ამ ფაქტზე განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.

როდესაც მსგავსი ინფორმაცია ჭორია, "რეალი" ყოველთვის ოფიციალურ განცხადებას აკეთებს ვებ-გვერდზე და პუბლიკას ამცნობს, რომ ეს მხოლოდ ჭორია.

ამჯერად, ეს ასე არ მოხდა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რონალდუს ამბავი სიმართლეა...

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები