MARCA: "მხითარიანმა სომხეთი რუკაზე გამოაჩინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

MARCA: "მხითარიანმა სომხეთი რუკაზე გამოაჩინა"


MARCA:
ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA ჰენრიკ მხითარიანის შესახებ წერს.

წყარო წერს, რომ ჰენრიკმა თავისი წარმატებით სომხეთი მსოფლიო რუკაზე გამოაჩინა.

28 წლის სომეხი "მანჩესტერში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და მის სანაცვლოდ "დორტმუნდმა" 30 მილიონი ფუნტი მიიღო.

MARCA წერს: "2016/2017 წლებში, მხითარიანის შესანიშნავმა თამაშმა სომხური ფეხბურთის სახე გამოაჩინა. ის "მანჩესტერს" 3 ტიტულის მოგებაში დაეხმარა.

მან საერთო ჯამში 11 გოლი გაიტანა და იბრაჰიმოვიჩის შემდეგ, გუნდში საუკეთესო გოლეადორი იყო.

ევროპა ლიგაზე "სანტ ეტიენის", "აიაქსის", "როსტოვისა" და "ანდერლეხტის" კარებების აღების შემდეგ, მან საკუთარი ქვეყანა, სომხეთი რუკაზე გამოიტანა.

მხითარიანს საერთო ჯამში 18 ტიტული აქვს მოგებული (სომხეთი, უკრაინა, გერმანია, ინგლისი)", - წერს MARCA.

ასევე, იხილეთ - მხითარიანი მის რუსეთს ხვდება?

გავიხსენოთ მხითარიანის სასწაული გოლი


იხილეთ დელე ალის ულამაზესი გერლფრენდის ფოტოები

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები