კვერკველია რუსეთის ჩემპიონატის ტოპ 5 ტრანსფერს შორის მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კვერკველია რუსეთის ჩემპიონატის ტოპ 5 ტრანსფერს შორის მოხვდა


კვერკველია რუსეთის ჩემპიონატის ტოპ 5 ტრანსფერს შორის მოხვდა
გასულ თვეს, ქართველი მცველი საბა კვერკველია მოსკოვის "ლოკომოტივში" ოფიციალურად ჩაირიცხა. მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვერკველია "ლოკომოტივში" გასულ სეზონში იჯარის წესით თამაშობდა, ახლა კი 2021 წლამდე გუნდის სრულფასოვანი წევრი იქნება.

რუსულმა პრესამ კვერკველიას "რუბინიდან" "ლოკომოტივში" გადასვლა, ტოპ 5 ტრანსფერს შორის შეიყვანა.

"ლოკომოტივი კვერკველიას თამაშით კმაყოფილი დარჩა და ის გამოისყიდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველი მცველი ფიზიკურად ძალიან ძლიერი და პროგრესირებადი ფეხბურთელია", - იწერება საიტზე.

რუსეთის ჩემპიონატის ტოპ 5 ტრანსფერი ამ წუთისთვის

საბა კვერკველია - "რუბინიდან" "ლოკომოტივში"
სებასტიან დრიუსი - "რივერ პლეიტიდან" "ზენიტში"
ალექსანდრ ზუევი - "სპარტაკიდან" "როსტოვში"
ვენდერსონი - "კრასნოდარიდან" "დინამოში"
გიორგი მელქაძე - "სპარტაკიდან" ტოსნოში"

ჩხუბი ჯიქიასა და გილერმეს შორის - გამშვებელებელი საბა კვერკველია


ზესტაფონის ისტორიული მატჩი ევროპა ლიგაზე

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები