მილანი გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს - მოლაპარაკებები იწყება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანი გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს - მოლაპარაკებები იწყება


მილანი გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს - მოლაპარაკებები იწყება
"მილანი" მზად არის მადრიდის "რეალთან" ალვარო მორატას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ 24 წლის ესპანელს "რეალის" დატოვება სურს.

ამავდროულად, იტალიური გუნდის ახალი ჩინელი ინვესტორები მზად არიან "სამეფო კლუბს" მორატას სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო შესთავაზონ.

"მილანში" მორატას ყოფილი გუნდელი, ბონუჩი გადავიდა და ცნობილია, რომ ყოფილი ტურინელიც ცდილობს მის "მილანში" გადაბირებას.

ასევე, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ "მანჩესტერი" ესპანელს აღარ დაიმატებს და მიზეზებიც განმარტა.

გავიხსენოთ მორატას ულამაზესი გოლი სიტის კარში


ბუფონის ყოფილი მეუღლე - ულამაზესი ალენა სერედოვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები