ბონუჩი ალვეშს: "გათიშე, თორემ ფეხებს დაგამტვრევ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბონუჩი ალვეშს: "გათიშე, თორემ ფეხებს დაგამტვრევ"


ბონუჩი ალვეშს:
"იუვენტუსის" ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საინტერესო ისტორიას იხსენებს.

2017 წლის ფინალში ტურინული გუნდი მადრიდის "რეალმა" დაამარცხა.

მანჯუკიჩი ამბობს, რომ პირველი ტაიმის შემდეგ (1:1) დანი ალვეში მუსიკებს უსმენდა.

"ბონუჩი მივიდა დანი ალვეშთან და უთხრა გაეთიშა მუსიკა წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ფეხების დამტვრევით დაემუქრა.

ბრაზილიელმა კი მას მიუგო: - "ეს ფინალი რომც წავაგო, 3 ჩემპიონთა ლიგის მედალი უკვე მაქვს."

ბონუჩიმ ეს ვერ მოითმინა და ალვეშს ყელში წვდა, საბოლოოდ კი ისინი მასიმილიანო ალეგრიმ გააშველა. იტალიელს არ დაუწყია იმის გარჩევა თუ ვინ იყო დამნაშავე, თუმცა თქვა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ორივე ფეხბურთელი დატოვებდა", - განაცხადა მანჯუკიჩმა.

მართლაც, "იუვენტუსიდან" ალვეშიც წავიდა და ბონუჩიც.

ასევე, მანჯუკიჩის კომენტარს უკვე გამოეხმაურა დანიელ ალვეში.

დანი ალვეშის რეაქცია, როცა იუვენტუსმა ბარსელონას გაუტანა


ბუფონის ყოფილი მეუღლე - ულამაზესი ალენა სერედოვა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები