პუიოლი ხავის აზრს დაუპირისპირდა: "ეს არასწორი მიდგომაა"


პუიოლი ხავის აზრს დაუპირისპირდა:
კარლეს პუიოლი ხავის აზრს არ დაეთანხმა.

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის არასდროს დაიბრუნებდა იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც კლუბი ნაადრევად დატოვეს.

პუიოლი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში "ბლაუგრანას" არც ფაბრეგასი და არც პიკე არ ეყოლებოდა.

"მიმაჩნია, რომ მსგავს შემთხვევაში კლუბმა უნდა გაანალიზოს თუ რატომ ტოვებს ესა თუ ის ფეხბურთელი სკოლას.

ფაბრეგასი და პიკე? როდესაც გაქვს შანსი, დაიმატო მსოფლიოში საუკეთესო მცველი, მემგონი ამ შანსის დაკარგვა იმის გამო არ ღირს, რომ მან უბრალოდ ადრე კლუბი დატოვა. ეს არასწორი მიდგომაა.

რა თქმა უნდა, ხავის პოზიციას პატივს ვცემ, ეს მისი აზრია", - განაცხადა პუიოლმა.

იხილეთ ხავის სრული კომენტარი ამ ფაქტზე.

გავიხსენოთ პუიოლის გოლი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, გერმანიასთან


ბუფონის ყოფილი მეუღლე - ულამაზესი ალენა სერედოვა

ყველა სიახლე

ცხრილები