ჰარტი ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გადის


ჰარტი ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გადის
ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი "ვესტ ჰემშია" და სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც, გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.

ცნობილია, რომ ლონდონური კლუბი ჰარტის სანაცვლოდ "სიტის" 15 მილიონს გადაუხდის. არადა, ჰარტს გვარდიოლას გუნდთან კონტრაქტი 2019 წელს ეწურებოდა.

მოგეხსენებათ, ის გასულ სეზონში "ტორინო" იყო განათხოვრებული, სადაც არც თუ ისე კარგი სეზონი ჩაატარა და იტალია დატოვა.

ჰარტით უკმაყოფილო "ტორინომ" ინგლისელი კიპერი გაუშვა და მისა ნაცვლად სხვა მეკარე იყიდა.

იყო საუბრები, რომ ჯო ჰარტი კარიერას რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლში" გააგრძელებდა.

ჯო ჰარტის სასწაული სისწრაფე და სეივი


ჩხუბი დიეგო კოშტასა და გურამ კაშიას შორის

ყველა სიახლე

ცხრილები