ბეილი: "თუ მბაპე რეალში გადმოვა, ის გუნდს ძალიან დაეხმარება"


ბეილი:
მადრიდის "რეალის" უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა "მონაკოს" ფრანგი ტალანტის, კილიან მბაპეს ესპანეთში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

"ამის თაობაზე მბაპესთან საუბარი არ მქონია, თუმცა თუ ის რეალში გადმოვა, ძალიან კარგი იქნება.

მბაპეს კარგი სეზონი ჰქონდა, ძლიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, გუნდს წარმატებულ თამაშში დაეხმარება", - აცხადებს ბეილი.

ბეილმა თავის მომავალზეც ისაუბრა და ოფიციალურად განაცხადა, რომ "რეალში" რჩება.

ასე თამაშობდა მბაპე ბავშვობაში


ჩხუბი დიეგო კოშტასა და გურამ კაშიას შორის

ყველა სიახლე

ცხრილები