ჩელსი დიდ ტრანსფერს გეგმავს


ჩელსი დიდ ტრანსფერს გეგმავს
"ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს შეძენითაა დაინტერესებული, იუწყება ესპანური გამოცემა AS.

აღინიშნება, რომ ლონონელებს 29 წლის არგენტინელის გადაბირება ამ ზაფხულსვე სურთ.

აქამდე არსებული ცნობით, აგუერო "მანჩესტერ სიტის" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვებს.

იყო საუბრები ასევე "ქალაქელთა" ფორვარდისადმი "პარი სენ ჟერმენის" ინტერესზეც - ფრანგები სერხიოს სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ.

გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" მაისურით 33-ჯერ გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, აგუერო მანჩესტერელთა ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

ყველა სიახლე

ცხრილები