ოჯახის წევრები ცდილობენ ნეიმარი ბარსელონადან წასვლაზე დაითანხმონ


ოჯახის წევრები ცდილობენ ნეიმარი ბარსელონადან წასვლაზე დაითანხმონ
"ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის მამა და ნათესავები ცდილობენ ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაითანხმონ, იტყობინება Sport.es.

მათი აზრით, ფორვარდმა კატალონიელთა რიგები უნდა დატოვოს, რათა მუდმივად ლიონელ მესის ჩრდილში არ მოექცეს.

ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს უშლის 25 წლის ბრაზილიელს პირადი ტიტულებისთვის ბრძოლაში ხელს.

შეგახსენებთ, "ბარსელონაში" ნეიმარი 2013 წლიდან ასპარეზობს.

სამხრეთამერიკელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში შემტევმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ორი დღის წინ, ნეიმარის ყოფილმა აგენტმა, ვაგნერ რიბეირომ ფეხბურთელის "ბარსელონაში" ტრანსფერის პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ბრაზილიელის თაობაზე "ჩელსი" და "რეალი" "სანტოსს" ესაუბრებოდნენ, კატალონიური გრანდი კი პირდაპირ მამამისს მიადგა.

მოგეხსენებათ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ბრაზილიელის "სანტოსიდან" "ბარსაში" ტრანსფერი 12 ივლისს კანონიერად აღიარა.

ყველა სიახლე

ცხრილები