ვერატიმ პსჟ-ს რამდენიმე სავარჯიშო სესია გამოტოვა


ვერატიმ პსჟ-ს რამდენიმე სავარჯიშო სესია გამოტოვა
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ მუხლი დაიზიანა.

როგორც AFP იტყობინება, იტალიელმა კვირას, დილის ვარჯიშზე მუხლში ტკივილი იგრძნო.

24 წლის შუახაზელმა რამდენიმე სავარჯიშო სესია გამოტოვა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში მოუწევს უქმობა.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენი" ახალი სეზონისთვის აშშ-ში, კონკრეტულად კი მაიამიში ემზადება.

მოგეხსენებათ, ვერატის კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლაზე ამ ზაფხულს ძალიან ბევრი იწერებოდა.

მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, მარკომ პარიზში დარჩენა გადაწყვიტა.

ყველა სიახლე

ცხრილები