რომერო: "მიხარია, რომ კარიერას მანჩესტერში გავაგრძელებ"


რომერო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე, სერხიო რომერო მანიკუნიანელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით გახარებულია.

აქამდე არსებული ინფორმაციით, არგენტინელის ახალი ხელშეკრულება 2021 წლამდე იმოქმედებს.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერი ვარ. პირველივე დღეებიდან მივხვდი, თუ რამდენად ფანტასტიურია აქ ასპარეზობა", - ციტირებს "წითელი ეშმაკუნების" პრესსამსახური რომეროს სიტყვებს.

"მიხარია, კარიერას "მანჩესტერში" გავაგრძელებ. ვიმედოვნებ, მომავალ სეზონში არჩეული გზით მუშაობას გავაგრძელებთ", - დასძინა 30 წლის კარის დარაჯმა.

შეგახსენებთ, რომერო "წითელი ეშმაკუნების" ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

ყველა სიახლე

ცხრილები