მერტეზაკერი: "დაანებეთ თავი ალექსის სანჩესს!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერტეზაკერი: "დაანებეთ თავი ალექსის სანჩესს!"


მერტეზაკერი:
"არსენალის" მცველი, პერ მერტეზაკერი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა მის თანაგუნდელს, ალექსის სანჩესს თავი უნდა დაანებონ.

გერმანელის განცხადებით, ჩილელი ფორვარდის მომავალზე არსებული ჭორებით ყველა დაიღალა.

"სანჩესმა გასულ სეზონში ბევრი ძალა დახარჯა", - ციტირებს მერტეზაკერის სიტყვებს AFP.

"ძალიან დაგვეხმარა, რეგულარულად თამაშობდა, კონფედერაციის თასზე იასპარეზა. დასვენება სჭირდება, რათა გადაწყვიტოს, თუ რა უნდა. ეს მისი გადასაწყვეტია. სანჩესი ამაში თავისუფალი უნდა იყოს", - დასძინა "მეთოფეთა" კაპიტანმა.

აქამდე, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ჩილელი შემტევი გუნდში რჩება.

თავად ალექსისი სამუშაო ადგილის შეცვლას არ გამორიცხავს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები