მილანში მორატასადმი და რენატო სანჩესისადმი ინტერესი დაადასტურეს


მილანში მორატასადმი და რენატო სანჩესისადმი ინტერესი დაადასტურეს
"მილანის" სპორტულმა დირექტორმა, მასიმილიანო მირაბელიმ "რეალის" ფორვარდ ალვარო მორატასადმი და "ბაიერნის" ნახევარმცველ რენატო სანჩესისადმი ინტერესი დაადასტურა.

თუმცა, ამავდროულად, ფუნქციონერმა აღნიშნა, რომ "როსონერი" სხვა მხარესთან მოლაპარაკებებში დათმობაზე არ წავა.

"მორატას თავიდანვე ვაკვირდებოდით", - ციტირებს მირაბელის სიტყვებს Premium Sport.

"ალვარო ჩვენთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ბოლო პერიოდში კონტაქტები ნაკლებად ინტენსიურია. შეიძლება მოლაპარაკებები განახლდეს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი პირობებით".

"სანჩესს ჯერ კიდევ "ბენფიკადან" ვიცნობთ კარგად. "ბაიერნში" არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს. მისი შეძენის ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. თუმცა, აქაც მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაში", - დასძინა მილანური გრანდის დირექტორმა.

შეგახსენებთ, დღეს, ესპანურმა Marca-მ დაწერა - "მილანი" მორატას გრანდიოზულ ტრანსფერს გეგმავს.

რაც შეეხება სანჩესს, "ბაიერნში" თქვეს, რომ "როსონერი" პორტუგალიელის შეძენით ნამდვილად დაინტერესებულია.

ყველა სიახლე

ცხრილები