19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებს შორის ქართველიც მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებს შორის ქართველიც მოხვდა


19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებს შორის ქართველიც მოხვდა
უეფას ოფიციალურმა საიტმა ევროპოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტურნირის 10 აღმოჩენა დაასახელა.

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ სიაში ქართველი ფეხბურთელი, გიორგი არაბიძე მოხვდა.

სტატიის ავტორი საქართველოს ნაკრების შემტევზე:

"ტურნირის მასპინძლების შემადგენლობაში გოლები ჩაკვეტაძემ და კოხრეიძემ გაიტანეს, თუმცა დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდა ფეხბურთელი თავისი დრიბლინგითა და დარტყმებით შთამბეჭდავი იყო. ის ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავისი ნაკრები ნახევარფინალში გაეყვანა. წაგებული მატჩის მიუხედავად, არაბიძემ კარში 8-ჯერ დაარტყა."

ათეული ასე გამოიყურება:


ეტიენ ამენიდო (გერმანია), ჯასტინ ბილოუ (ჰოლანდია), დიოგო დალოტი (პორტუგალია), ვიკტორ გიოკერესი (შვედეთი), მეისონ მოუნტი (ინგლისი), რუი პედრო (პორტუგალია), გეორგი რუსევი (ბულგარეთი), ონდრეი შაშინკა (ჩეხეთი) და რაიან სესენიონი (ინგლისი).

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები