ვალვერდემ გომეშისა და რაკიტიჩის მომავალს ნათელი მოჰფინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალვერდემ გომეშისა და რაკიტიჩის მომავალს ნათელი მოჰფინა


ვალვერდემ გომეშისა და რაკიტიჩის მომავალს ნათელი მოჰფინა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "პსჟ"-ს ნახევარმცველ მარკო ვერატის კატალონიელთა რიგებში შესაძლო გადაბარგებაზე არსებულ ჭორებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

მოგეხსენებათ, აქამდე დაიწერა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" მზად არიან იტალიელი შუახაზელის სანაცვლოდ ანდრე გომეში და ივან რაკიტიჩი დათმონ.

პორტუგალიელი ნახევარმცველის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

"გომეში და რაკიტიჩი ჩემი გუნდის ფეხბურთელები არიან და ისინი მჭირდება", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს AS.

"არ ვფიქრობ იმაზე, კიდევ ვინ შეიძლება ჩაირიცხოს გუნდში. ჩემი დავალება გუნდის ამჟამინდელ ფეხბურთელებთან მუშაობაში მდგომარეობს".

"კლუბი კონტრაქტებზე, ტრანსფერებზე მუშაობს, თუმცა იდეალური შემადგენლობის შეკვრა ძალიან რთულია", - დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბოლო ინფორმაციით, ვერატიმ "ბარსას" უარი უთხრა და პარიზში რჩება.

რაკიტიჩმა გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლასთან მუშაობა ძალიან გაუხარდებოდა, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" უდგას სათავეში, თუმცა, როგორც ჩანს, ხორვატი კატალონიას არ დატოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები