ფოთის კოლხეთმა კენიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დაიმატა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფოთის კოლხეთმა კენიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დაიმატა


ფოთის კოლხეთმა კენიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დაიმატა
ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ლიგის მე-3 წრისთვის მზადებას განაგრძობს.

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კენიის 23-წლამდე ნაკრების კაპიტანი, ჯონ მაჩარია დაიმატა.

აღნიშნულ ინფორმაციას ზღვისპირელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

18 წლის ფეხბურთელი "კოლხეთის" მე-3 კენიელი ლეგიონერია, გუნდში 21-წლამდე ნაკრების კაპიტანი, ამოს ნონდი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ერიკ (მარსელო) ოტიენო ოუმაც თამაშობს.

მაჩარია, "კოლხეთის" გუნდში გადასვლამდე, კენიის ჩემპიონატის გუნდის, "კარიობანგი შარკსიდან" ტრინიდადისა და ტობაგოს ნაციონალურ სუპერ ლიგაში, "ტალანტაში" იყო განათხოვრებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები