ნეიმარმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო


ნეიმარმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა "პსჟ"-სთან მოლაპარაკებები განაახლა, იუწყება AS.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, პარიზელები მეოთხედ ეცდებიან ფორვარდის ხელში ჩაგდებას.

აღინიშნება, რომ ამ კვირაში, ფეხბურთელის მამა, რომელიც ასევე მისი აგენტიცაა, საფრანგეთის დედაქალაქში ჩავა, სადაც "პსჟ"-ს პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ყატარელ ბიზნესმენს პირადად სურს მხარეების კონტაქტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რათა ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლაში დაარწმუნოს.

როგორც ესპანური გამოცემა იუწყება, ნეიმარს "ბარსელონადან" წასვლა იმის გამო სურს, რომ მუდმივად მესის ჩრდილშია.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელს იმ კლუბის ლიდერობა უნდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძვის.

დღეს უკვე დაიწერა იმის შესახებ, რომ ნეიმარის ოჯახის წევრები ცდილობენ ფეხბურთელი კატალონიიდან წასვლაზე დაითანხმონ.

მოგეხსენებათ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ბრაზილიელის "სანტოსიდან" "ბარსაში" ტრანსფერი 12 ივლისს კანონიერად აღიარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები