იბრაჰიმოვიჩის შვილები მანჩესტერის აკადემიაში ჩაირიცხნენ


იბრაჰიმოვიჩის შვილები მანჩესტერის აკადემიაში ჩაირიცხნენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვილები ინგლისური კლუბის ახალგაზრდულ აკადემიაში მიიყვანა.

როგორც The Sun იტყობინება, "პატარა იბრაჰიმოვიჩები" ათ წლამდე ჯგუფში მოხვდებიან, სადაც "წითელი ეშმაკუნების" ყოფილი ფეხბურთელების, რაიან გიგსისა და ნიკ ბატის შვილებიც ვარჯიშობენ.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, 35 წლის შვედმა შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

ამ ეტაპზე, ფორვარდი ევროპა ლიგის 1/4 ფინალში "ანდერლეხტთან" მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს გადის.

გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და ათი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

რამდენიმე დღის წინ, ზლატანმა თქვა, რომ ძალიან მალე, ხმაურიან განცხადებას გააკეთებს.

ორი დღის შემდეგ, მოურინიომაც არ გამორიცხა შვედის "წითელი ეშმაკუნების" რიგებში დაბრუნება.

ყველა სიახლე

ცხრილები