ჰარტმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა


ჰარტმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა
"მანჩესტერ სიტის" გოლკიპერი, ჯო ჰარტი "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა.

ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, იტყობინება Sky Sports.

ვარაუდობენ, რომ ოფიციალურად ტრანსფერი უახლოეს დღეებში დადასტურდება.

პრესის ცნობით, "ვესტ ჰემი" ჰარტს ერთწლიანი იჯარით დაიმატებს, "მანჩესტერ სიტი" კი ამ დროის განმავლობაში მეკარის ხელფასის ნაწილს გადაიხდის. სეზონის დასრულების შემდეგ, "ჩაქუჩებს" ფეხბურთელის კონტრაქტის შესყიდვის უფლება ექნებათ.

არადა, აქამდე არსებული ინფორმაციით, "ქალაქელებს" კარის დარაჯის კვლავ იჯარის წესით გაშვება არ სურდათ.

გასულ სეზონში ჰარტი "ქალაქელებს" იტალიაში ჰყავდათ განათხოვრებული, სადაც "ტორინოს" ღირსებას იცავდა.

ინგლისელს "მანჩესტერ სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

ცნობილი იყო, რომ მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას 30 წლის კარის დარაჯი არ სჭირდებოდა.

ყველა სიახლე

ცხრილები