ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი დაამხო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი დაამხო


ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი დაამხო
პრემიერ ლიგაში არავის არ გაუწვრთნია თავისი გუნდი არსენ ვენგერზე დიდხანს.

ფრანგი სპეციალისტი "არსენალს" უკვე 7 583 დღეა სათავეში უდგას, რაც 1 დღით მეტია "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის მაჩვენებელზე.

უნდა აღინიშნოს, რომ შოტლანდიელმა "ემიუ" უფრო დიდხანს გაწვრთნა, ვიდრე ვენგერმა "არსენალი". არსენმა ფერგიუსონს მაინც გაასწრო, რადგან "წითელი ეშმაკუნების" თავკაცის კარიერის 6 წელიწადი ამ სტატისტიკაში არ არის აღნიშნული – მაშინ ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი პრემიერ ლიგა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ვენგერის გაწვრთნილმა "მეთოფეებმა" პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავეს და ახალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ.

ცნობისთვის, მაისის თვეში არსენმა ლონდონელებთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.

აქვე იხილეთ აღნიშნული მაჩვენებლით პრემიერ ლიგის საუკეთესო 10 მწვრთნელი

ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი დაამხო

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები