ზიდანმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა


ზიდანმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ მათ "სამეფო კლუბიდან" ზიდანის კონტრაქტზე ახალი ინფორმაცია დაუდასტურეს.

ფრანგმა სპეციალისტმა "რეალთან" კონტრაქტი კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2020 წლამდე დარჩება.

ზიდანმა "ლოს ბლანკოსი" წელიწად ნახევრის წინ ჩაიბარა და 18 თვეში 6 ტიტულის მოგება შეძლო.

ის გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო.

მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, 1/4 ფინალში "ვოლფსბურგთან" შედგა, სადაც "რეალი" სამარცხვინოდ 0:2 დამარცხდა.

ყველა ელოდა, რომ ზიდანი ჩაფლავდებოდა, თუმცა მან სასწაულების გაკეთება შეძლო. ასევე, "რეალს" ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა 1 სეზონში ბოლოს 50 წლის წინ ჰქონდა მოგებული. ზიდანმა ეს მაჩვენებელიც გაიმეორა.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები