გვარდიოლა: "რონალდუსა და ბეილის ტრანსფერებმა ბაზარზე სიტუაცია შეცვალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "რონალდუსა და ბეილის ტრანსფერებმა ბაზარზე სიტუაცია შეცვალა"


გვარდიოლა:
ხოსეპ გვარდიოლამ სატრანსფერო თემებზე ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 6 ფეხბურთელი დაიმატა და 250 მილიონ ევრომდე დახარჯა.

"ვიმედოვნებ, რომ შემდეგ სეზონშიც "მანჩესტერ სიტიში" ვიქნები და თუ ეს ასე მოხდა, მე არ ვაპირებ, რომ კვლავ ამხელა თანხები დავხარჯო ტრანსფერებში.

ამ ზაფხულს ბევრი მოთამაშე დავიმატეთ, რადგან "სიტიმ" 6 ფეხბურთელი გაუშვა. ასევე, ფლანგის მცველები გუნდს 6-7 წლის განმავლობაში არ დაუმატებია.

სატრანსფერო ბაზარზე არანორმალური ფასები რონალდუსა და ბეილის ტრანსფერების შემდეგ შემოვიდა. ახლა კი ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლა კიდევ უფრო შეცვლის სიტუაციას.

თუმცა ვფიქრობ, რომ ტენდეცია ასე არ გაგრძელდება. მაგალითად, "სიტი" მომავალ წლებში მაქსიმუმ 1-2 ფეხბურთელს დაიმატებს", - ამბობს გვარდიოლა.

ყველა სიახლე

ცხრილები