VIDEO: მორიგი სანახაობა პრემიერ ლიგაში - უოტფორდი 3:3 ლივერპული » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: მორიგი სანახაობა პრემიერ ლიგაში - უოტფორდი 3:3 ლივერპული


VIDEO: მორიგი სანახაობა პრემიერ ლიგაში - უოტფორდი 3:3 ლივერპული
პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში "უოტფორდმა" "ლივერპული" მიიღო და შეხვედრა ფრედ 3:3 დაასრულა.

მე-8 წუთზე ანგარიში ოკაკა ჩუკამ გახსნა. 29-ე წუთზე წონასწორობა სადიო მანემ აღადგინა.

ზუსტად 3 წუთში "უოტფორდი" კვლავ წინ გავიდა და პირველი ნახევარი ამ შედეგით დასრულდა.

55-ე წუთზე მოჰამედ სალაჰზე პენალტი დაინიშნა, რომელიც რობერტო ფირმინომ ზუსტად შეასრულა. ზუსტად 2 წუთში ბრაზილიელმა გენიალურად ითამაშა და სალაჰს გოლი გაატანინა.

ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ იურგენ კლოპის გუნდი 3 ქულას მოიპოვებდა, თუმცა 93-ე წუთზე "ლივერპულის" საჯარიმოში არეულობას გოლი მოჰყვა.

თითქოს ჩანდა, რომ ბრიტოსმა გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, თუმცა ეს არბიტრმა ვერ დაინახა.

ამრიგად, კლოპმა პრემიერ ლიგა ფრით დაიწყო.

უოტფორდი 3:3 ლივერპული

გოლები: ოკაკა ჩუკა 8, სადიო მანე 29, დოუსრი 32, ფირმინო 55, სალაჰი 57, ბრიტოსი 90

გაფრთხილება: მანე 37, არნოლდი 61, მინოლე 88

შემადგენლობები:

უოტფორდი: გომესი, ჯენმაატი, კაბული, ბრიტოსი, ჰოულბასი, დოუსრი, ჩალობაჰი, პერეირა, ამრაბტი, კლევერლი, ოკაკა ჩუკა

ცვლილება: კიკო 18, რიჩარლისონი 49, გრე 63

ლივერპული: მინოლე, არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, მორენო, ჩანი, ჰენდერსონი, ვაინალდუმი, სალაჰი, მანე, ფირმინო

ცვლილება:
ორიჯი 81, მილნერი 86, გომესი 90

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები