VIDEO: ჩელსიმ პრემიერ ლიგა საშინაო მარცხით დაიწყო


VIDEO: ჩელსიმ პრემიერ ლიგა საშინაო მარცხით დაიწყო
პრემიერ ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი „სტემფორდ ბრიჯზე“ მოულოდნელად „ბარნლისთან“ დამარცხდა.

მატჩის მე-14 წუთზე „არისტოკრატთა“ კაპიტანმა, გარი კეჰილმა მეტოქის ნახევარზე სასტიკად იუხეშა, რეფერიმ არ დააყოვნა და ინგლისელ უკანახაზელს უმალვე წითელი ბარათი უჩვენა.

კეჰილის დაუფიქრებელმა საქციელმა მალევე იქონია გავლენა შეხვედრის მიმდინარეობაზე - 24-ე წუთზე ვოუკსმა სტუმრები დააწინაურა.

ზუსტად 15 წუთში „ბარნლის“ მარცხენა მცველმა, უორდმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 43-ე წუთზე ვოუკსმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა პირველივე ტაიმში გამანადგურებელი გახადა - 0:3.

მეორე ნახევარი რა თქმა უნდა „ჩელსის“ შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი 69-ე წუთზე გამოიღო, როცა მინდორზე ზუსტად ათი წუთით ადრე შესულმა ალვარო მორატამ მოახერხა გოლის გატანა.

მატჩის მიწურულს მასპინძლები 9 კაცით დარჩნენ - 81-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

მიუხედავად ამისა, ესპანელი ნახევარმცველის გაძევებიდან რვა წუთში ანტონიო კონტეს შეგირდებმა ანგარიში მინიმუმამდე მაინც შეამცირეს - თავი ცენტრალურმა მცველმა, დავიდ ლუიზმა გამოიჩინა.

დარჩენილ წუთებში „არისტოკრატებმა“ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს და ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს.

„ჩელსი“ – „ბარნლი“ 2:3

გოლები: ვოუკსი 24, უორდი 39, ვოუკსი 43, მორატა 69, დავიდ ლუიზი 88

გაფრთხილება: ალონსო 3, ფაბრეგასი 16, ბრეიდი 60, მი 63, ერფილდი 77, დავიდ ლუიზი 77, რუდიგერი, 89

გაძევება: კეჰილი 14, ფაბრეგასი 81

შემადგენლობები

„ჩელსი“: კურტუა, რუდიგერი, დავიდ ლუიზი, კეჰილი, ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო, ვილიანი, ბოგა, ბატშუაი

ცვლილება: კრისტენსენი 18, მორატა 59, მუსონდა 90+2

„ბარნლი“: ჰიტონი, ლოუტონი, მი, ტარკოვსკი, უორდი, ჰენდრიკი, დეფური, კორკი, გუდმუნდსონი, ბრეიდი, ვოუკსი

ცვლილება: ერფილდი 75, უოლტერსი 75

ვიდეომიმოხილვა

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები