VIDEO: ბაიერნმა და დორტმუნდმა გერმანიის თასზე გამანადგურებელი ანგარიშებით იმარჯვეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ბაიერნმა და დორტმუნდმა გერმანიის თასზე გამანადგურებელი ანგარიშებით იმარჯვეს


VIDEO: ბაიერნმა და დორტმუნდმა გერმანიის თასზე გამანადგურებელი ანგარიშებით იმარჯვეს
გერმანიის თასის 1/32 ფინალში დღეს ქვეყნის წამყვანმა კლუბებმა მიიღეს მონაწილეობა.

“ბაიერნმა“ „ჰემნიცერი“ ანგარიშით 5:0 გაანადგურა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლით გამოიჩინა თავი რობერტ ლევანდოვსკიმ, თითო-თითო გოლი კი კინგსლი კომანმა, ფრანკ რიბერიმ და მატს ჰუმელსმა შეაგდეს.

„ჰემნიცერი“ – „ბაიერნი“ 0-5

გოლები: ლევანდოვსკი 20, კომანი 51, ლევანდოვსკი 60, რიბერი 79, ჰუმელსი 89

გაფრთხილება: რუდი

შემადგენლობა

„ბაიერნი“: ულრაიხი, რაფინია, ჰუმელსი, ზიულე, რიბერი, რუდი, მიულერი, კომანი, ტოლისო, კიმიხი, ლევანდოვსკი

ცვლილება: ალაბა 64, რობენი 64

ვიდეომიმოხილვა



რაც შეეხება „დორტმუნდს“, ბორუსიელებმა „რილაზინგენ არლენს“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, კიდევ ერთი ბურთი კი მარკ ბარტრამ შეაგდო.

ცნობისთვის, დორტმუნდელთა მეტოქე ქვეყნის მეექვსე დივიზიონის ბინადარია და სამოყვარულო სტატუსით ასპარეზობს.

„რელაზინგენ არლენი“ – „დორტმუნდი“ 0:4

გოლები: ბარტრა 12, ობამეიანგი 41 (პენალტით), ობამეიანგი 55, ობამეიანგი 80

შემადგენლობა

„დორტმუნდი“: ბურკი, პაპასტატოპულოსი, პიშეკი, ბარტრა, ბესტე, კასტრო, ნური შაჰინი, დაუდი, ობამეიანგი, შურლე, ფილიპი

ცვლილება: კაგავა 61, ისაკი 72, პასლაკი 85

ვიდეომიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები