VIDEO: სიტიმ პრემიერ ლიგა მოგებით დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: სიტიმ პრემიერ ლიგა მოგებით დაიწყო


VIDEO: სიტიმ პრემიერ ლიგა მოგებით დაიწყო
ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ბრაიტონი" საკუთარ კედლებში "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა – 0:2.

ანგარიში 70-ე წუთზე სერხიო აგუერომ გახსნა, ზუსტად ხუთ წუთში კი ლიუის დანკმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"ქალაქელთა" რიგებში ახალწვეულების, ედერსონის, დანილოსა და კაილ უოლკერის დებიუტი შედგა.

შეგახსენებთ, "ბრაიტონი" პრემიერ ლიგაში ამ წელს აღზევდა.

“ბრაიტონი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:2

გოლები: აგუერო 70, დანკი (საკუთარ კარში) 75

გაფრთხილება: გაბრიელ ჟესუსი 29, სტერლინგი 82

შემადგენლობები

„ბრაიტონი“: რაიანი, სალტორი, დაფი, დანკი, სიუტნერი, მარჩი, სტიფენსი, პროპერი, ბრაუნი, გროსი, ჰემედი

ცვლილება: მერფი 24, მიურეი 60, კნოკერტი 70

„სიტი“: ედერსონი, კომპანი, ოტამენდი, სტოუნსი, ფერნანდინიო, უოლკერი, დე ბრუინე, დავიდ სილვა, დანილო, აგუერო, გაბრიელ ჟესუსი

ცვლილება: სანე 68, სტერლინგი 78, ბერნარდო სილვა 83

ვიდეომიმოხილვა


ყველა სიახლე

ცხრილები