კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო


კაშიამ ჰოლანდიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა არნემის "ვიტესსა" და "ბრედას" შორის.

მასპინძელმა გუნდმა ამ მატჩში უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა. პირველ ტაიმში "ვიტესმა" კიდევ 2 გოლი გაიტანა და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.

მე-2 ტაიმში "ბრედამ" პრესტიჟის გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 77-ე წუთზე დაფიქსირდა - 4:1 "ვიტესმა" სეზონი მოგებით დაიწყო.

90 წუთი ითამაშა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ, რომელიც დაცვაში დამაჯერებლად თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ვიტესმა" ჰოლანდიის თასი მოიგო და ამ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები