ამაღამ ყველაფერი გადაწყდება


ამაღამ ყველაფერი გადაწყდება
დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობა დღეს ნახევარმცველ უსმან დემბელეს შეხვდება, რათა ამ უკანასკნელის მომავალი განიხილოს.

"დღეს დემბელეს შევხვდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ", - თქვა გერმანული კლუბის თავკაცმა, პეტერ ბოშმა Sky Sports-თან საუბრისას, იუწყება გავლენიანი კატალონიური გამოცემა Sport.

როგორც ხედავთ, კლუბი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ამაღამ გეგმავს.

თუ მხარეები შეთანხმდებიან, მაშინ "ბორუსია" უმალვე დაადასტურებს ფეხბურთელის "ბარსელონაში" ტრანსფერს.

არსებული ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 90 მილიონი ევრო იქნება, რასაც კიდევ 30 მილიონი შესაძლოა ბონუსების სახით დაემატოს.

ამ კვირაში, მოგეხსენებათ, დემბელემ დორტმუნდელთა ვარჯიში აუხსნელი მიზეზის გამო გამოტოვა, რის გამოც დაჯარიმდა და დროებით გუნდიდან მოკვეთეს.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები