გიგი მჭედლიშვილი: "საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა, ამის შანსი დავიმსახურე"


გიგი მჭედლიშვილი:
ეროვნულ ლიგაში გაიმართა ცენტრალური მატჩი "სამტრედიასა" და "დინამოს" შორის, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

87-ე წუთზე გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სამუშიამ ულამაზესი დარტყმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა

ამ მატჩსა და სხვა თემებზე Goal.ge-სთან კომენტარი "სამტრედიის" მცველმა, გიგი მჭედლიშვილმა გააკეთა.

ბოლო წლებში, "სამტრედიასა და დინამოს შორის გამართული მატჩები ყოველთვის სანახაობრივი გამოდის და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო.

დინამოს აშკარად ვაჯობეთ და 3-4 ძალიან რეალური მომენტი შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა. სამუშიას გოლი კი, მართლაც, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ვთვლი, რომ ამ ქულამ სამტრედიას ჩემპიონობის შანსი შეუნარჩუნა.

რაც შეეხება ნაკრებს, საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა და ძალიან მინდა, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო. სხვა თუ არაფერი, ვფიქრობ, ამის შანსი მაინც დავიმსახურე", - აცხადებს მჭედლიშვილი.

GOAL.GE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები