კუნ აგუერომ პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კუნ აგუერომ პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა


კუნ აგუერომ პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა
ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში, "ბრაიტონთან" შეხვედრაში, მორიგი გოლი გაიტანა "სიტის" თავდამსხმელმა კუნ აგუერომ.

აღ​სანიშნავია, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ამ მატჩში ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, "ბრაიტონი" აღ​მოჩნდა რიგით 30-ე ინგლისური გუნდი, რომელსაც აგუერომ გოლი გაუტანა.

მას პრემიერ ლიგაში სულ 31 გუნდის წინააღ​მდეგ აქვს ნათამაშები და 30 მათგანისთვის, გოლი აქვს გატანილი. ერთადერთი გუნდი, რომლის კარიც აგუერომ ვერ აიღო, "ბოლტონია."

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტისა" და "ბრაიტონის" დაპირისპირება, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ყველა სიახლე

ცხრილები