ზიდანი: "ვინაიდან ნეიმარი ბარსელონადან წავიდა, არ ნიშნავს, რომ გუნდი დასუსტდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ვინაიდან ნეიმარი ბარსელონადან წავიდა, არ ნიშნავს, რომ გუნდი დასუსტდა"


ზიდანი:
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანი ნეიმარის "ბარსელონადან" წასვლას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი "პსჟ"-ში 222 მილიონ ევროდ გასულ კვირას გადავიდა.

"საერთოდ არაფერი შეცვლილა. თუ გგონიათ, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ ბარსელონა დასუსტდა და ყველაფერი ადვილი იქნება, ცდებით.

სიმართლე გითხრათ, ნეიმარის კარიერით დაინტერესებული ამჟამად არ ვარ და მხოლოდ სუპერთასის მატჩზე ვფიქრობ", - აცხადებს ზიდანი.

ესპანეთის სუპერთასზე ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" შეხვდებიან. კატალონიელებს 8 ფეხბურთელი დააკლდებათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები